თქვენ გადაწყვითეთ გაწმინდოთ თქვენი ავტომობილის სალონი და არ იცით  რითი დაიწყოთ? თქვენ გაქვთ არჩევანი:

-  გაწმინდოთ სალონი თქვენ თვითონ;

-  მიანდოთ სალონის გაწმენდა პროფესიონალებს;

არ არის იშვიათი, როდესაც ავტომოყვარულები დამოუკიდებლად წმენდავენ ავტომობილის სალონს, რაც ხშირად მთავრდება ნეგატიური შედეგით: სალონს ეკარგება გარეგნობის ესთეთიკური იერი.

ამასთან ერთად, თუ თქვენ გამოიყენეთ საყოფაცხოვრებო ქიმია - პროფესიონალური ავტო-ქიმიის ნაცვლად, თქვენ მიიღებთ „დანაღმული ბომბის“ ეფექტს.

როგორც ცნობილია, პროფესიონალურ ავტო-ქიმიას აქვს თვისება, 24 საათში გაიხრწნას და გახდეს არააქტიური, რაც სამწუხაროდ არ მოსდის უბრალო საყოფაცხოვრებო ქიმიას. იგი არ იხრწნება. რაც იწვევს ნეგატიურ შედეგებს.

თქვენ გამოიყვანეთ ლაქა, ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ქიმიის საშუალებით - და შედეგით გმაყოფილი ბრძანდებით. მაგრამ, მაგ ადგილას, რამოდენიმე წყლის წვეთის მოხვედრისას ან სველი ტანსაცმლით დაჯდომისას - ლაქები ისევ გამოჩნდება. ამ ლაქების ამოყვანა კი ბევრად რთული იქნება.

კიდევ ერთი ხშირი შეცდომა, რომელსაც ავტომოყვარულულები ხშირად უშვებენ. თქვენ მიანდეთ სალონის გაწმენდა - „ პროფესიონალებს“, მაგრამ არ დაინტერესდით, თუ რომელი საწმენდი საშუალებებით გაწმინდავენ ისინი თქვენი ავტომობილის სალონს. ხშირად, ეკონომიის მიზნით, „პროფესიონალები“ იყენებენ - „უკონტაქტო“ ავტოშამპუნს.

 

რას მივიღებთ შედეგად?

 

პირველი: ტექსტილის სწრაფი ცვეთა, ფერის დაკარგვა და ა.შ.

მეორე: ყველაზე უსიამონვნო კი ის არის , რომ „უკუნტაქტო“ ავტოშამპუნის ქაფი, რომელსაც  ასე უნივერსალურად იყენებენ „ პროფესიონალები“ - შეიცავს აქტიურ კომპონენტებს, რომლებიც აზიანებენ ქსოვილს და ასევე  წებოს, რომლითაც არის მიწებებული გადასაკრავი ნაჭერი ჭერზე, კარებზე და ა.შ.

საბოლოოდ, დროთა განმავლობაში ჩვენ ალბათ მივიღებთ "ჩამოკიდულ ჭერს" და რომ აღვადგინოთ, იგი , ეს უკვე სხვა ხარჯებს ეხება.

როგორ მოვიქცეთ?

პასუხი მარტივია: მიაკითხეთ პროფესიონალებს. დააზუსტეთ, თუ რა საწმენდ საშუალებებს ფლობენ ისინი თავიანთ არსენალში. იხრწნებიან თუ არა ის საწმენდი საშუალებები, რომლებსაც ისინი იყენებენ.

გახსოვდეთ, თქვენი ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა, შემდეგ კი თქვენი ავტომობილის იერი.

და თუ კი ავტომობილის მოვლა დიდ სიამოვნებას განიჭებთ და გადაწყვიტავთ სალონის გაწმენდას -  შეიძინეთ პროფესიონალური ავტო საწმენდი საშუალებები და შედეგი დაუყონებლივ გაგახარებთ!


მთავარიმთავარი